Wednesday, March 8, 2017

ტრენინგის მე-9-ე დღე

ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, გავიარე საკმაოდ მნიშვნელობანი მასალა რასაც აუცილებლად გამოვიყენებ, ვისწავლე თუ როგორ უნდა შევქმნა ახალი ბლოგი, ვიმუშაო საოფისე პროგრამებში, შევქმნა სასწავლო რესირსი, ინტერნეტისა და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოვამზადო პრეზენტაციები ჩემთვის საჭირო თემებზე.ტრენინგის გზამკვლევის საშვალებით მოვიპოვე ბევრი საჭირო დოკუმენტი, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტის განხორციელების დროს.

მე-9- ე დღეს, ტრენინგის მონაწილეებმა ვისაუბრეთ ჩვენს მიერ არჩეულ თემებზე, რომლებიც პროექტისთვის შევარჩიეთ. მოვისმინე ბევრი საინტერესო იდეა.   გავიმეორეთ განვლილი დღეების მასალა, ვიმუშავეთ ბლოგში, ბოლოს შავაჯამე ტრენინგი და შევაფასე დადებითად.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მე-8-ე დღე

ტრენინგის მე-8-ე დღე გამეორებით დავიწყეთ.  ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს პორტფოლიოში, საქაღალდე ავტვირთეთ ჯერ დრაივში, შემდეგ კი ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მე-7-ე დღე

 რადგან წინა ტრენინგის მასალა მე არ მქონდა გავლილი დგევანდელი  დღე დავიწყე წინა ტრენინგზე მიცემული დავალებების შესრულებით. გავაკეთე მოსწავლის პრეზენტაცია და გავეცანი შეფასების რუბრიკებს.  დღევანდელი ტრენინგი დავიწყე ყველა მოსწავლის საჭიროებების გაცნობით, დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა.